ჩემს შესახებ

მე ვარ ანა ქურდაძე

პრაქტიკოსი მეწარმე, სერტიფიცირებული ქოუჩი და ინტელექტუალური საკუთრების სპეციალისტი.

ჩემი პროფესიული გზა 2017 წლიდან დაიწყო. წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი კომპანიას, რომლის ჩინელი დამფუძნებლებისგანაც ვისწავლე აზიურ ბაზართან მუშაობის უნიკალური „შიდა სამზარეულო“, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მართვა ჩინეთსა და თურქეთში. წარმატება, გამოწვევა და დაცვა

582093595_18428935978110220_188624961363271404_n
494462527_23975862012018693_1528419875778000780_n
609828695_18434862601110220_1904810200055643977_n

ANATE - ანათე

2021 წელს შევქმენი საკუთარი ბრენდი „ანათე“ (anate.ge). წარმატებასთან ერთად მოვიდა უმთავრესი გაკვეთილიც — საკუთარი იდეების დაცვის აუცილებლობა. მას შემდეგ, რაც „ანათეს“ სახელის მითვისება სცადეს, სიღრმისეულად შევისწავლე ინტელექტუალური საკუთრების სამართალი „კეტარი აკადემიაში“. დღეს მე ზუსტად ვიცი, როგორ ვაქციოთ იდეა ხელშეუხებელ ბრენდად.

ბიზნესის მიღმა, ბევრმა თქვენგანმა გამიცნო პროექტ 'პრაიმ ჰაუსიდან', სადაც თქვენი მხარდაჭერით გამარჯვება მოვიპოვე. ეს გამოცდილება ჩემთვის იყო უდიდესი გაკვეთილი ადამიანურ ურთიერთობებში, გამძლეობასა და საკუთარი თავის რწმენაში - თვისებებში, რომლებსაც დღეს ჩემს კლიენტებს გადავცემ. მჯერა, რომ ნებისმიერ სფეროში - იქნება ეს ეკრანი თუ ბიზნესი - მთავარი გულწრფელობა და მიზანდასახულობაა.“

„მანდე ჰოუმი“ და ჩემი უმთავრესი რჩევა

2026 წელს დავაარსე კომპანია „მანდე ჰოუმი“ (Mande Home), რომელიც ჭკვიანი სახლის სისტემებს სთავაზობს მომხმარებელს. ამ იდეაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2023 წელს დავიწყე, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო მისი განხორციელება გადავდე. დღეს, ამ გადასახედიდან, მენანება ის დაკარგული დრო. სწორედ ამიტომ, ჩემი მთავარი რჩევაა: თუ გაქვთ იდეა, დაიწყეთ მისი განხორციელება იმ წამსვე. დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, რომელიც არ ბრუნდება.

ურატომ ვარ თქვენი საუკეთესო პარტნიორი?

მე არ ვარ თეორიული კონსულტანტი. მე ვარ ადამიანი, რომელმაც გაიარა გზა იდეიდან - მოქმედებამდე, შეცდომიდან - შედეგამდე. ამ კომპლექსური გამოცდილების გასაზიარებლად დავეუფლე ქოუჩინგის პროფესიას ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტში (Erickson Coaching International). ჩემთან თანამშრომლობით თქვენ მიიღებთ:

• პრაქტიკულ ცოდნას იმპორტში: ჩინეთიდან და თურქეთიდან პროდუქციის უსაფრთხოდ ჩამოსატანად.

• იურიდიულ სიმშვიდეს: თქვენი ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად.

• პროფესიულ ქოუჩინგს: რათა აღარ გადადოთ თქვენი იდეები და დაიწყოთ მოქმედება ახლავე. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ჩემი გამოცდილება თქვენს შედეგად იქცეს.“